საგარეო უწყებამ ბრიტანეთის ელჩი დაიბარა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეს დიდი ბრიტანეთის ელჩი დაიბარეს. გარეთ უორდის დაბარების თაობაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში ისაუბრა. მაკა ბოჭორიშვილის ინფორმაციით, საუბარი შეეხება დიდი ბრიტანეთის მიერ ქართული მედიაორგანიზაციების დასანქცირებას და იმ განცხადებებს, რაც გარეთ უორდმა ბოლო დღეებში გერმანიისა და საფრანგეთის ელჩებთან ერთად გაავრცელა.
სალომე ქოქიაშვილის ჩართვა #მოამბე