საგარეო უწყებამ ბრიტანეთის ელჩი დაიბარა
დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დიდი ბრიტანეთის ელჩი იმყოფებოდა. გარეთ უორდი საგარეო საქმეთა სამინისტოში უწყების მოთხოვნით დაიბარეს. შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა. როგორც შეხვედრის შემდეგ მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, მათ ელჩს მოსთხოვეს პასუხი, თუ რას ეფუძნებოდა ლონდონში მიღებული გადაწყვეტილება ორი ქართული მედია ორგანიზაციის დასანქცირების შესახებ.
სალომე ქოქიაშვილის ჩართვა #მოამბე