საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციების 2024 წლის მუშაობის ანგარიშები წარადგინეს. დეპუტატებმა მოისმინეს საპარლამენტთაშორისო კავშირში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში, ევრონესტში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეასა და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობის შედეგები. ისაუბრეს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სხდომაზე განვითარებულ მოვლენებზე.