საგარეო სავაჭრო ბრუნვა

2024 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 23 მილიარდ 400 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 8 %-ით მეტია. ინფორმაციას საქსტატი აქვეყნებს. ექსპორტი, თითქმის 8 %-ით 6 მილიარდ 560 მილიონ დოლარამდე გაიზარდა, ასევე 8 %-ანი ზრდაა იმპორტში, რომლის მთლიანმა მოცულობამ 16 მილიარდ 860 მილიონი დოლარი შეადგინა.