საგარეო საქმეთა სამინისტროში ტატუნაშვილის გადმოსვენების საკითხზე იმსჯელეს

ოკუპირებული ცხინვალიდან არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენების საკითხზე იმსჯელეს დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

უწყების ხელმძღვანელმა საგანგებო შეხვედრა გამართა საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან. როგორც შეხვედრის შემდეგ მიხეილ ჯანელიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, საგარეო უწყება აქტიურად იყენებს ყველა საერთაშორისო ბერკეტს, რომ ცხედარი დროულად გადმოასვენონ.

მარიამ მენაბდე განავრცობს თემას.