საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასება

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქალაქეთა მდგომარეობაზე არსებული საკითხების განხილვას, ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად ასახელებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

მინისტრის მოადგილის, ლაშა დარსალიას განცხადებით, საერთაშორისო საზოგადოება ყველაზე მეტად ჰუმანიტარული საკითხებით ინტერესდება. უწყების წარმომადგენლის თქმით, ქვეყნის მთავარი ამოცანაა, რომ ამ პრობლემებზე სასაუბროდ ყველა საერთაშორისო  ტრიბუნა გამოიყენონ.