საგარეო საქმეთა სამინისტროს პროგრამა

18:25, 18.06.2026

„გლობალური კავშირების გაძლიერება საჯარო სექტორის განვითარების გზით“ – საგარეო საქმეთა სამინისტროს პროგრამას კიდევ, 18 მონაწილე შეემატა. ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის რეგიონის ქვეყნების წარმომადგენლებს, რომლებიც საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამის ფარგლებში სტუმრობენ, დღეს საგარეო საქმეთა მინისტრმა უმასპინძლა, მათ სიტყვით მიმართა და შესაბამისი სერტიფიკატები გადასცა. პროექტი მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონების ქვეყნების საჯარო მოხელეებისთვის არის განკუთვნილი და მათთვის ქვეყნის გაცნობას, საქართველოს მიერ სხვადასხვა სფეროში მიღწეული პროგრესის და გამოცდილების გაზიარებას და პროფესიული კავშირების გაღრმავებას ისახავს მიზნად. პროგრამის ფარგლებში, მონაწილეები საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებსაც ეწვივნენ და ადგილზე მიიღეს ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის და პრობლემების შესახებ.

მსგავსი