საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება – გამოხმაურება

12:10, 16.11.2026

დღეს ბრიუსელში დაგეგმილ ღონისძიებებში და მათ შორის დაკავშირებადობის მინისტერიალში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს შესაბამის დონეზე მოწვევა არ მიუღია, აქედან გამომდინარე შეხვედრაში საქართველო მონაწილეობას არ მიიღებს, – განაცხადეს საგარეო საქმეთა სამინისტროში. საქართველო რჩება ევროკავშირთან კონსტრუქციული თანამშრომლობის ერთგული და მზად არის, მიიღოს მონაწილეობა შეხვედრებში შესაბამის დონეზე მოწვევის შემთხვევაში. აღნიშნული პოზიცია ცნობილია ბრიუსელისთვის“, – აღნიშნავენ საგარეო უწყებაში.

შეგახსენებთ, ბრიუსელში დღეს გაფართოების ფორუმი და დაკავშირებადობის და უსაფრთხოების მინისტერიალი იწყება. ფორუმს ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, მარტა კოსი მასპინძლობენ. ღონისძიების სახელწოდებაა „უფრო ფართო ევროპა – უფრო ძლიერი ევროპა“ და მას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და გაფართოების პროცესში მონაწილე პარტნიორი ქვეყნების პოლიტიკური ლიდერები, სამოქალაქო საზოგადოების, ახალგაზრდობისა და ბიზნესის წარმომადგენლები დაესწრებიან. მონაწილეობას მიიღებს ევროპის საბჭოს პრეზიდენტი, ანტონიო კოშტა.

მსგავსი