საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება
ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ გაფართოების ანგარიშს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ოფიციალურად ეხმაურება. უწყება დოკუმენტს შემაშფოთებელს უწოდებს და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ანგარიში არ ეყრდნობა ობიექტურ ინფორმაციას. „შემაშფოთებელია, რომ ფაქტობრივი უზუსტობებით და მცდარი შეფასებებით ევროკომისიის ანგარიში ხელს უწყობს ანტიქართული ნარატივების გამყარებას, რაც თავის მხრივ ამცირებს საქართველოსთან ევროკავშირის კონსტრუქციული ჩართულობისა და დიალოგის სივრცეს“.- ნათქვამია განცხადებაში. საგარეო უწყების განმარტებით, ქართული მხარე დეტალურად შეისწავლის ანგარიშს და ევროკომისიას დასაბუთებულ კომენტარებს წარუდგენს. ამასთან, საგარეო საქმეთა სამინისტრო, კიდევ ერთხელ ადასტურებს ხელისუფლების მზაობას, ურთიერთპატივისცემის საფუძველზე ღია და კონსტრუქციული დიალოგისთვის.