საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება
საქართველოს საგარეო უწყება ოფიციალური ბერლინისგან განმარტებებს ითხოვს. უკვე რვა თვეა, რაც გერმანიაში ელჩად გაგზავნილი ალექსანდრე კარტოზია აკრედიტაციის პროცედურას ვერ ასრულებს. საგარეო უწყების განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ალექსანდრე კარტოზია 2025 წლის პირველ ოქტომბერს დაინიშნა, გერმანიის მხრიდან იმავე წლის 10 სექტემბერს გაცემული აგრემანის საფუძველზე. საქართველოს ელჩს რწმუნებათა სიგელები გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტისათვის ამ დრომდე არ გადაუცია. მაშინ, როდესაც ამ პერიოდის განმავლობაში რწმუნებათა სიგელები გერმანიის პრეზიდენტმა არაერთი ქვეყნის დიპლომატს გადასცა, თბილისი ინტერესდება რატომ ჭიანურდება პროცესი საქართველოს შემთხვევაში. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან კიდევ ერთი შეკითხვა გერმანიის საგარეო უწყებას მიემართება. რამდენჯერმე მიმართვის მიუხედავად, უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე ამ დრომდე არ განახლებულა ინფორმაცია საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების შესახებ, რაც რაც ქართული მხარისთვის ასევე გაუგებარია. ოფიციალური თბილისი არათანმიმდევრულ მიდგომებზე მიანიშნებს.