სავიზო საქმის წარმოების შეჩერება ეხება საიმიგრაციო ვიზებს და არ ვრცელდება ვიზებზე, რომლებიც სხვა მიზნებისთვის გაიცემა – ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა განუმარტა. მხარეებს შორის უწყებაში შეხვედრა შედგა.
სამინისტროს ცნობით, 15 იანვარს გამართული დისკუსიისას ამერიკულმა მხარემ მინისტრის მოადგილეს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილების თაობაზე, რომელიც ეხება კონკრეტული კატეგორიის ვიზების წარმოების დროებით შეჩერების საკითხს.
საუბარია მსოფლიოს 70-ზე მეტი ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო საქმის წარმოების შეჩერებაზე, რაც საიმიგრაციო ტიპის ვიზებს შეეხება. ამავე შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა როგორც ორმხრივი და მრავალმხრივი საკითხები, ისე რეგიონში მიმდინარე მოვლენები“, – აღნიშნულია საგარეო უწყების ინფორმაციაში.