საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ვაშინგტონში, დონალდ ტრამპის შუამავლობით მიღწეულ შეთანხმებას მიესალმება. უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს ისტორიული შეთანხმება სამხრეთ კავკასიის რეგიონის მდგრადი მშვიდობის დამყარებისკენ გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია. განცხადებაში ვკითხულობთ: „მივესალმებით სამხრეთ კავკასიაში ათწლეულების განმავლობაში გაჭიანურებული კონფლიქტის დასრულების პროცესში ამერიკის შეერთებული შტატებისა და პირადად პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გამორჩეულ წვლილს და ძალისხმევას. იმედს გამოვთქვამთ, რომ ამ ისტორიულ მოვლენას ჯაჭვური რეაქციის ეფექტი ექნება შავი ზღვის რეგიონსა და მთლიანად მსოფლიოში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების თვალსაზრისით.
„სამხრეთ კავკასიის მშვიდობის პაქტი“