საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება

ჟენევის დისკუსიების 47-ე რაუნდს ოფიციალური განცხადებით ეხმაურება საქართვლოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

წერილში აღნიშნულია, რომ განსაკუთრებული აქცენტი ირაკლი კვარაცხელიას უკანონო დაკავებასა და მის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალებასთან დაკავშირებით გაკეთდა.

მომხდარზე შეშფოთება გამოხატეს თანათავმჯდომარეებმაც. ასევე აღინიშნა, რომ ოკუპირებული ტერიტორიების მილიტარიზაცია და მუდმივი სამხედრო წვრთნები, ვითარების დესტაბილიზაციას ახდენს არამარტო საქართველოში, არამედ მთელ რეგიონში.

ყურადღება გამახვილდა ადგილობრივი მოსახლეობის უკანონო დაკავებებისა და გატაცებების პრაქტიკაზე, ასევე სხვადასხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის გაგრძელებაზე.

კვლავ მწვავედ დაისვა დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეებზე მართლმსაჯულების აღსრულების აუცილებლობის საკითხი.

შემდეგი შეხვედრა ჟენევაში 2-3 ივლისს გაიმართება.