საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება

18:02, 03.01.2021

რუსეთსა და საქართველოს შორის საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხი არ შეიძლება დადგეს დღის წესრიგში, ვიდრე რუსეთს საქართველოს რეგიონები აქვს ოკუპირებული, –  ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.

უწყებაში რუსული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურებიან, რომლის თანახმადაც, დემარკაცია-დელიმიტაციის საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს, საქართველოსთან და ოკუპირებულ ტერიტორიებთან საზღვრების დადგენა დაევალა.

სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებს და გაიყვანოს საოკუპაციო ჯარები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან.

მსგავსი