საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება

12:22, 07.10.2020

საქართველოს საგარეო უწყება შეშფოთებას გამოხატავს რუსეთის წარმომადგენლების მიერ ჟენევის მოლაპარაკებების 51-ე რაუნდის ჩაშლის გამო. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მსგავსი ნაბიჯები ძირს უთხრის სამშვიდობო პროცესს და ზიანს აყენებს საქართველოს ხელისუფლებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევას, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის პრობლემები მოაგვარონ.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, დაუბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდას, ასევე მიმართავს ევროკავშირს, გაერო-ს და ეუთოს, ჟენევის ფორმატში მოლაპარაკებების განახლებისა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში ხელშესახები პროგრესის მისაღწევად ქმედითი ზომები მიიღონ.

მსგავსი