საგარეო საქმეთა სამინისტროს გამოხმაურება
ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომასთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო უწყებამ განცხადება გაავრცელა. „მინისტრების შეხვედრაში საქართველოს ელჩის დონეზე მიწვევა მიუღებელია და გაუგებარია ამგვარი მიდგომის საფუძველი და მიზეზი“.
განცხადებაში აღნიშნულია რომ, საქართველო ამ შეხვედრაზე ელჩის სახელით მონაწილეობას არ მიიღებს და აღნიშნული ფაქტი წარმოადგენს კიდევ ერთ მცდელობას, ევროკავშირის ღონისძიებებზე საქართველოს მიწვევის საკითხი გამოყენებულ იქნას პოლიტიკური სპეკულაციებისთვის.
ამავე განცხადებაში ვკითხულობთ, რომ საქართველოს როლის გათვალისწინებით, როგორც რეგიონული უსაფრთხოების, ისე დაკავშირებადობის საკითხებში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ინტერესში უნდა იყოს საქართველოს შესაბამის დონეზე მონაწილეობა ამ საკითხზე გამართულ დისკუსიებში. მმართველ გუნდში საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიციას სრულად იზიარებენ.