საგარეო საქმეთა სამინისტრო ფორუმს მასპინძლობს

ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის,- ამ სახელწოდების ფორუმს მასპინძლობს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ყოველწლიური ფორუმი ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ის მიზნად ისახავს უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან თანამშრომლობის გაღრმავებას, სამშობლოსთან მათი კავშირის უზრუნველყოფას, მათ აქტიურ ჩართულობას ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში და დიასპორის წინაშე არსებული პრობლემების გადაჭრის გზების ძიებას.