საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი ვაშინგტონში – შეფასებები
დღეს „პოლიტიკური ტერორიზმის ხელახალი გააქტიურების შესახებ“ ვაშინგტონში მინისტერიალი გაიმართება. მინისტერიალში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიწვევით მონაწილეობას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი მიიღებს. მარკო რუბიო ვაშინგტონში 60-ზე მეტი ქვეყნის დელეგაციას უმასპინძლებს. მმართველი გუნდი მნიშვნელოვანს უწოდებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მონაწილეობას მინისტერიალში და აღნიშნავს, რომ მაკა ბოჭორიშვილის მიწვევა, მარკო რუბიოს მიერ ურთიერთობის სტაბილიზაციასა და ახალ ეტაპზე გადასვლაზე მიუთითებს.