საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბუდაპეშტის გლობალურ დიალოგში მიიღებს მონაწილეობას. მაკა ბოჭორიშვილი ოფიციალური ვიზიტით უნგრეთში იმყოფება. დაგეგმილია შეხვედრა უნგრელ კოლეგასთან. დისკუსიის შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრები პრესასთან განცხადებებს გააკეთებენ. დაგეგმილია შეხვედრა უნგრეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერ ლასლო კოვერთან.