საქართველოს პირველი დიპლომატის უკვე მეორე ვიზიტი უნგრეთში.
მაკა ბოჭორიშვილი ბუდაპეშტში უნგრელი კოლეგის მიწვევით იმყოფება და „ელჩების კონფერენციაში“ მონაწილეობს. გამოსვლის დროს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროკავშირში გაწევრიანება ქვეყნის სტრატეგიულ მიზნად გამოაცხადა და ცალკეული აქტორების მხრიდან ევროინტეგრაციის დესტაბილიზაციის ინსტრუმენტად გამოყენებაზე მიუთითა. ამ მხრივ ამჯერადაც საკმაოდ მწვავე აქცენტები დასვა პიტერ სიიარტომ, რომელმაც საქართველო ევროკავშირის ორმაგი სტანდარტის მაგალითად დაასახელა. განხილვის თემა იყო ევროკავშირის ლიდერების საკმაოდ მძიმე შინაარსის განცხადებები და სასანქციო ზომები ჩვენი ქვეყნის მისამართით. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ტონი ბრიუსელის მისამართით ახლაც საკმაოდ მკაცრი იყო. გაჟღერდა არაერთი გზავნილი სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევაზე, ამ კონტექსტში შეფასდა აშშ-ის ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან „იუესაიდის“ პროექტების შეჩერება.
როგორი იქნება უნგრეთის, როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნის, პოზიციონირება საქართველოს მიმართ, რომელთანაც ევროკავშირის უმაღლეს დონეზე დიალოგი შეწყვეტილი აქვს, – სალომე ქოქიაშვილს დეტალებით ბუდაპეშტიდან.