საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი უნგრეთში

საგარეო საქმეთა მინისტრი უნგრეთში ვიზიტის ფარგლებში უნგრელ კოლეგას შეხვდა. განხილვის მთავარი თემა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია იყო. მათ შორის მხარეებმა ისაუბრეს „ქართული ოცნების“ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზეც, რომლის მიხედვითაც 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნა დღის წესრიგში არ იქნება.