16 დეკემბერს ბრიუსელში დაგეგმილ შეხვედრაზე ისაუბრეს ბუდაპეშტშიც. საქართველოს პირველი დიპლომატი უნგრეთში იმყოფება. ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანაში მაკა ბოჭორიშვილი საკუთარ კოლეგას შეხვდა. მინისტრის გზავნილი იყო, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია პოლარიზაციის გასაღრმავებლად გამოიყენება. საუბარი საპარლამენტო არჩევნებსაც შეეხო. მაკა ბოჭორიშვილის განმარტებით, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებზე გარკვეული ჯგუფები ზეწოლას ახდენენ. საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გააკეთა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
პიტერ სიიარტოს პოზიციაა, რომ მომდევნო ორშაბათს დაგეგმილ შეხვედრაზე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის სანქციების დაწესების საკითხს უნგრეთი მხარს არ დაუჭერს.
ბუდაპეშტიდან თამუნა წიკლაური ისაუბრებს.