საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი თურქეთში

თურქეთში დღეს საქართველოზე მსჯელობდნენ.

დავით ზალკალიანი ანკარაში იმყოფება. რეგიონში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე ვიზიტის მიმართ ინტერესი გაორმაგებულია. განხილვის თემა იყო იდეის დონეზე არსებული გეგმა. იგულისხმება რეგიონული ინიციატივა – 3+3 ფორმატი, რომელიც საქართველოს, სომხეთს, აზერბაიჯანს, თურქეთს, რუსეთსა და ირანს შორის ძირითადად ეკონომიკურ და რეგიონული უსაფრთხოების კუთხით თანამშრომლობას ითვალისწინებს. თუმცა ფორმატში ჩართვაზე ოფიციალური თბილისის პოზიცია ცალსახაა. საქართველოს დეოკუპაციამდე ქვეყანა მსგავს ფორმატში ჩართვას არ განიხილავს. ამავე დროს ქართულ მხარეს რეგიონული თანამშრომლობის ფორმატებში მონაწილეობა სურს და მზადაა, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საურთიერთოდ ერთგვარ პლატფორმად იქცეს. შეხვედრების დროს განსაკუთრებული ყურადღება საქართველო-თურქეთს შორის სავაჭრო მოცულობის გაზრდას დაეთმო. დასახელდა კონკრეტული სამიზნე მაჩვენებელიც.

ანა ბროლაძე აშუქებს საქართველოს პირველი დიპლომატის ვიზიტს.