საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი შვედეთის სამეფოში

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი შვედეთის სამეფოში ვიზიტით იმყოფება. შვედ კოლეგასთან და ევროკავშირის საკითხებში სახელმწიფო მდივანთან შეხვედრისას, განხილვის მთავარი თემა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება, ქვეყნის მიერ ამ გზაზე აღებული ვალდებულებების შესრულება და რეფორმების იმპლემენტაციის პროცესი იყო. შვედეთის მხრიდან საქართველოს ევროპული მომავლის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დადასტურდა. ილია დარჩიაშვილმა შვედ კოლეგას ასევე ინფორმაცია მიაწოდა ხელისუფლების მიერ ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესზე. აღინიშნა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობა. მხარეებმა რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო მიმოიხილეს.