საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი საფრანგეთში
საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი კი ემანუელ მაკრონის მიწვევით საფრანგეთში იმყოფება. ხვალ პარიზში რიგით მეცხრე „მშვიდობის ფორუმი“ გაიხსნება. „სუვერენიტეტიდან თანამშრომლობამდე“ – ეს არის წლევანდელი ფორუმის მთავარი თემა.
ორი დღის განმავლობაში საფრანგეთის დედაქალაქში შეკრებილი მსოფლიო ლიდერები და დიპლომატები გეოპოლიტიკურ კრიზისებზე, კლიმატურ ცვლილებებსა და ხელოვნური ინტელექტის რეგულირების საკითხებზე იმსჯელებენ. დაგეგმილია მაკა ბოჭორიშვილის სიტყვით გამოსვლაც. საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე დაესწრება საფრანგეთის პრეზიდენტის მიერ ლიდერებისთვის გამართულ ოფიციალურ ვახშამს.
„მოამბე“ პარიზიდან – მაკა ბოჭორიშვილის ვიზიტს ანა ბროლაძე აშუქებს.