საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი საბერძნეთში

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი საბერძნეთში ვიზიტს იწყებს. მაკა ბოჭორიშვილი მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო კონფერენციაში „დელფოსის ეკონომიკური ფორუმი“. ესაა პლატფორმა, სადაც მსოფლიო ლიდერები, პოლიტიკოსები და ექსპერტები გლობალურ ეკონომიკურ, პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებს განიხილავენ. ფორუმის ფარგლებში, მაკა ბოჭორიშვილი სიტყვით გამოვა სამუშაო სესიაზე შავი ზღვის გაზრდილი რეგიონული და გლობალური როლის შესახებ, ასევე მონაწილეობას მიიღებს დისკუსიაში, სადაც განიხილავენ საქართველოს მნიშვნელოვან როლს ევროკავშირის გაფართოებისა და დაკავშირებადობის იდეის განხორციელების პროცესში. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ორმხრივ შეხვედრები აქვს დაგეგმილი ღონსძიების მონაწილეებთან.