საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი საბერძნეთში

21:39, 10.04.2025

ქვეყანაში მიმდინარე პროცესების და მწვავე საერთაშორისო გზავნილების ფონზე რა პერსპექტივა აქვს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს – ეს იყო ერთ-ერთი თემა, რომელზეც საგარეო საქმეთა მინისტრმა საბერძნეთში ისაუბრა.

მაკა ბოჭორიშვილს დელფოსის ეკონომიკურ ფორუმზე მოუსმინეს. ქვეყნის პირველმა დიპლომატმა ხაზი გაუსვა, რომ საშინაო პოლიტიკაში საგარეო აქტორები სხვადასხვა ინსტრუმენტით ერევიან. მინისტრმა ევროკავშირის მხრიდან არასამართლიან მიდგომებზე გაამახვილა ყურადღება და აქცენტი დაკავშირების კონტექსტში საქართველოს და ევროკავშირის ურთიერთსაჭიროებაზე გააკეთა. გამოსვლის კიდევ ერთი ნაწილი სომხეთ-აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო დიალოგს და ამ პროცესში საქართველოს როლს შეეხო.

მსგავსი