საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი საბერძნეთშია.
მაკა ბოჭორიშვილი ორი დღეა დელფოსის ეკონომიკური ფორუმში მონაწილეობს. თემატური პანელის ფორმატში, ქართველი დიპლომატი სიტყვით გამოვიდა, სადაც აქცენტი საქართველოს გეოპოლიტიკურ მდებარეობასა და სტრატეგიულ მნიშვნელობაზე გააკეთა, სადაც თქვა, რომ ევროპასა და აზიას შორის დაკავშირებაის ყველაზე მოკლე გზა სწორედ საქართველოზე გადის. მაკა ბოჭორიშვილმა ასევე ისაუბრა ოკუპაციაზე და აღნიშნა, რომ კონფლიქტის მოგვარება, მხოლოდ მშვიდობიანი გზითაა აუცილებელი.