საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი ნიუ იორკში

ნიუ იორკში ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრმა იქ მცხოვრებ ქართველებთან შეხვედრა გამართა. ხაზი გაესვა ქართული დიასპორის როლს საზღვარგარეთ ეროვნული და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნების, საქართველოს პოპულარიზაციისა და ქვეყნის პოზიტიური იმიჯის წარმოჩენის საქმეში. აღინიშნა, რომ დიასპორასთან ურთიერთობა საქართველოს მთავრობის და საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია და სახელმწიფო არაერთ პროექტს ახორციელებს ამ მიმართულებით. შეხვედრის ფარგლებში საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დიასპორის წარმომადგენელთა შეკითხვებს უპასუხა. დიასპორის წარმომადგენლებს საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს გენერალურ საკონსულოში უმასპინძლა.