საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი მოლდოვაში

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით მოლდოვაში იმყოფება.

ილია დარჩიაშვილი ქვეყნის ხელისუფლების ყველა შტოს პირველ პირებს შეხვდა. გაიმართა შეხვედრა მოლდოვის პრემიერთან, პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან. განხილვის მთავარი საკითხი ევროინტეგრაცია და რეგიონში რუსეთის ომით გამოწვეული მძიმე ვითარება იყო. გასული დღეების განმავლობაში მოლდოვა ელექტრო მომარაგების გარეშე იყო დარჩენილი.