საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი ლუქსემბურგში
ევროსაბჭოს 134-ე მინისტრთა კომიტეტმა მუშაობა დაასრულა, სადაც თავმჯდომარეობა ლუქსემბურგმა მალტას გადააბარა.
დღეიდან ორგანიზაციის პრიორიტეტებზე სწორედ მალტა იმუშავებს. ლუქსემბურგში ორდღიანი სესიის პროცესში ჩართული იყო ქართული დელეგაცია საგარეო საქმეთა მინისტრის მონაწილეობით. მაკა ბოჭორიშვილს შესაძლებლობა ჰქონდა, მიემართა დისკუსიის მონაწილეებისთვის და საქართველოს ხედვაზე ესაუბრა რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებსა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვიზიტის ფარგლებში, კოლეგებთან ორმხრივი შეხვედრები გამართა.