საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი კანადაში
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი კანადაში ვიზიტს იწყებს.
საგარეო უწყების ხელმძღვანელი მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო კონფერენციაში „ბილიკი მშვიდობისკენ“, რომელიც კანადის, უკრაინისა და ნორვეგიის ორგანიზებითა და თანათავმჯდომარეობით იმართება. საერთაშორისო ღონისძიებაზე, რომელსაც ტორონტო ორი დღის განმავლობაში უმასპინძლებს, კონფერენციის მაღალი დონის სტუმრები იმსჯელებენ ჰუმანიტარულ თემებზე. ღონისძიება უკრაინიდან იძულებით გადაადგილებული პირების, ომის ტყვეებისა და უკრაინელი ბავშვების სახლში დასაბრუნებლად საერთაშორისო ძალისხმევის გაძლიერების გზების ძიებას მიეძღვნება. კონფერენციის მონაწილეებს მიმართავს მაკა ბოჭორიშვილიც.