საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი კანადაში

21:23, 29.09.2026

საქართველოს სოლიდარობა უკრაინას კიდევ ერთ საერთაშორისო პლატფორმიდან.

ომში მყოფი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევი მხარდაჭერა საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ამჯერად ტორონტოდან გამოხატა. საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც უკრაინელი ბავშვების, დაკავებული სამოქალაქო პირებისა და სამხედრო ტყვეების სამშობლოში დაბრუნებას ეძღვნებოდა, მაკა ბოჭორიშვილმა უკრაინასთან ერთად საქართველოზეც ისაუბრა. აქცენტი გაკეთდა ომის და ოკუპაციის უმძიმეს შედეგებზე, გახლეჩილ ოჯახებსა და მსხვერპლზე. მშვიდობის უზრუნველსაყოფად ხაზი გაესვა ერთობლივი საერთაშორისო სამართლებრივი ძალისხმევის მნიშვნელობას. კონფერენციაში მონაწილების პარალელურად საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მაღალი დონის  შეხვედრებიც გამართა, მათ შორის კანადელ კოლეგასთან.

 

მსგავსი