საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი კანადაში

12:01, 29.09.2026

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის მიწვევით საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს. „გზები მშვიდობისკენ” კანადის, უკრაინისა და ნორვეგიის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო კონფერენციაა, რომელიც უკრაინელი ბავშვების, დაკავებული სამოქალაქო პირებისა და სამხედრო ტყვეების დაბრუნების საკითხზე დისკუსიას მოიცავს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს შესაძლებლობა ჰქონდა, გამომსვლელებისთვის სიტყვით მიემართა და რუსეთის ოკუპაციიდან გამომდინარე, ჩვენი ქვეყნის მტკივნეულ გამოცდილებაზე ესაუბრა. „ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს იძულებითი გადაადგილება, ოჯახებთან განშორება და საზოგადოების ერთმანეთისგან გახლეჩით გამოწვეული ტკივილი – ეს იყო ვიცე-პრემიერის მიმართვის ერთ-ერთი გზავნილი.

ანა ბროლაძის ჩართვა ტორონტოდან #მოამბე

მსგავსი