საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი ისრაელში
საგარეო საქმეთა მინისტრი ისრაელში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. მაკა ბოჭორიშვილი დილიდან უკვე შეხვდა იერუსალიმის პატრიარქს. დაგეგმილია დისკუსია ისრაელის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან, ქნესეთის სპიკერთან, ეროვნული უსაფრთხოებისა და სოფლის მეურნეობის და სასურსათო უსაფრთხოების მინისტრებთან. ვიზიტი ორდღიანია. მაკა ბოჭორიშვილი ჰოლოკოსტის მსხვერპლთა მემორიალს, „იად ვაშემს“ გვირგვინით შეამკობს.