საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი ისრაელში

უსაფრთხოება და სამართალდამცავი უწყებების ეფექტიანი კოორდინაცია. სოფლის მეურნეობა, ვაჭრობა და ეკონომიკა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ისრაელში მაღალი დონის შეხვედრებს აგრძელებს. მაკა ბოჭორიშვილი ცოტა ხნის წინ, ისრაელის ქნესეთის თავმჯდომარეს შეხვდა. მან ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გამართა სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოების მინისტრ იტამარ ბენ-გვირსა და სოფლის მეურნეობისა და სურსათის უსაფრთხოების მინისტრ ავი დიხტერთან. ისაუბრეს ორი ქვეყნის პარტნიორული ურთიერთობებისა და ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების გზებზე.

სალომე ქოქიაშვილის ჩართვა ისრაელიდან #მოამბე