ისრაელის სახელმწიფოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი ისრაელის სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოების მინისტრს, იტამარ ბენ-გვირს და სოფლის მეურნეობისა და სურსათის უსაფრთხოების მინისტრს, ავი დიხტერს შეხვდა. შეხვედრების ფარგლებში, მხარეებმა ისაუბრეს ორი ქვეყნის პარტნიორულ ურთიერთობებსა და ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების გზებზე. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა უსაფრთხოების და სამართალდამცავ სფეროში არსებული ურთიერთობების დინამიკასა და ორი ქვეყნის სამინისტროებს შორის ეფექტიანი კოორდინაციის საკითხებზე. ასევე, ყურადღება გამახვილდა სოფლის მეურნეობის, ვაჭრობისა და ეკონომიკის მიმართულებით.
სალომე ქოქიაშვილის ჩართვა ისრაელიდან #მოამბე