საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი ისრაელში
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი ისრაელში გრძელდება.
ცოტა ხნის წინ დასრულდა მაკა ბოჭორიშვილის პირისპირ შეხვედრა ისრაელის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან. დილიდან კი დისკუსია გაიმართა იერუსალიმის პატრიარქთან. საგარეო საქმეთა მინისტრს ორი დღის განმავლობაში დაგეგმილი აქვს შეხვედრები ქნესეთის სპიკერთან, ეროვნული უსაფრთხოებისა და სოფლის მეურნეობის მინისტრებთან.