საქართველოს ევროპულ ინტეგრაციასა და კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე ევროკომისიის რეკომენდაციის შესახებ ისაუბრა საგარეო საქმეთა მინისტრმა დანიაში, სადაც დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრთან და პარლამენტის საგარეო პოლიტიკისა და ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეებთან გამართა შეხვედრა. საუბარი შეეხო ასევე ორი ქვეყნის თანამშრომლობის მნიშვნელოვან საკითხებს. ილია დარჩიაშვილის ვიზიტი დანიაში უკვე დასრულებულია.