ქართულ კულტურასა და კულტურულ მემკვიდრეობაზე, განათლებასა და ამ მიმართულებით დაანონსებულ სიახლეებზე გეგმავს საგარეო საქმეთა მინისტრი იუნესკოს გენერალური ასამბლეის 43-ე სესიაზე საუბარს.
ხვალ სწორედ მაკა ბოჭორიშვილის სიტყვით განახლდება დებატები, სადაც მსჯელობის მთავარი თემა იუნესკოს საქმიანობაა. სესიის ფარგლებში სამარყანდის საგამოფენო სივრცეში გაიხსნება ქართული კუთხეც, სადაც იუნესკოს 3000-ზე მეტი დელეგატი, ქართულ კულტურულ მემკვიდრეობას გაეცნობა. სამარყანდში ვიზიტის ფარგლებში მაკა ბოჭორიშვილი მართავს ორმხრივ შეხვედრებსაც. მინისტრმა დღეს სხვადასხვა პოლიტიკურ თემებზე, ჟურნალისტების კითხვებსაც უპასუხა.