ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ჩინეთს ოფიციალური ვიზიტით პირველად სტუმრობს. მაკა ბოჭორიშვილი პეკინში შანხაიდან ჩავიდა და ჩინელ კოლეგას შეხვდა. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო ჩინეთთან ერთად შუა დერეფნის მნიშვნელოვანი მოთამაშეა, შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება დაკავშირებადობის კუთხით ორი ქვეყნის პოტენციალის სრულად ათვისებას დაეთმო. დისკუსიის საგანი იყო თანამშრომლობის გააქტიურება სხვადასხვა სექტორული მიმართულებით.
#მოამბე პეკინიდან – მაკა ბოჭორიშვილის ვიზიტს შალვა სუმბაძე აშუქებს.