საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი ბრიუსელში

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი ბრიუსელში დაიწყო.

ვიზიტის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილი შეხვდება კოლეგებს სხვადასხვა ინსტიტუტიდან. ასევე გაიმართება შეხვედრები ევროკომისიაში. მინისტრი ევროპელ კოლეგებს იმ ინფორმაციას მიაწვდის, თუ რა ეტაპზეა 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესი, საუბარი შეეხება ქვეყნის შიგნით და რეგიონში მიმდინარე მოვლენებს.