საქართველოს პირველი დიპლომატი ავსტრიაში იმყოფება.
საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრთან გამართული შეხვედრის შემდეგ არაერთგვაროვანი განცხადებები გაკეთდა. მაკა ბოჭორიშვილის ავსტრიელმა კოლეგამ ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაღრმავების მნიშვნელობაზე მიუთითა, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ საქართველომ ევროპულ გზას გადაუხვია. იყო მოწოდება კონკრეტული რეფორმების გატარებისკენ და ძალადობრივი ფაქტების გამოძიებისკენ. „რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების ფონზე საჭიროა ჩვენი მედეგობის გაძლიერება“ – ასეთი იყო ბეათე მაინლ-რაიზინგერის გზავნილი. მისი რეკომენდაციაა, რომ პასუხისმგებელმა პოლიტიკურმა პირებმა პოლარიზაცია დაძლიოს და ოპოზიციასთან და სამოქალაქო სექტორთან დიალოგი აწარმოოს. ქვეყანაში ბოლო თვეებში განვითარებული მოვლენების გარდა მინისტრების შეხვედრაზე ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება იყო.