საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი აშშ-ში

ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოწვევით გამართულ შეხვედრაზე. დავით ზალკალიანმა აუდიენციის მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდა საოკუპაციო რეჟიმის კონკრეტული ქმედებებისა და გადაწყვეტილებების შესახებ, რაც არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, უზღუდავს ადგილზე მდებარე ქართულ ტაძრებში ღვთისმსახურების უფლებას.

ხაზი გაესვა ოკუპირებულ რეგიონებში საერთაშორისო თანამეგობრობის წვდომის აუცილებლობას. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები განიხილა.