საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი აშშ-ში

აშშ-ის კონგრესის მიმართ დღეს განსაკუთრებული ინტერესი იყო ქართული პოლიტიკური სპექტრის მხრიდან.

ამერიკის საკანონმდებლო ორგანოში საქართველოს პირველი დიპლომატის შეხვედრები დაიწყო. დავით ზალკალიანი იმ კანონმდებლებს ესაუბრა, რომლებიც პრემიერ გახარიასთვის გამოგზავნილი კრიტიკული წერილების ავტორები ან ხელმომწერები არიან. მთავარი სასაუბრო თემები მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები, საარჩევნო სისტემა და სასამართლო სფერო იყო. შეხვედრის შემდეგ ცალკეული სენატორების რიტორიკა მცირედით შეიცვალა. კანომდებლები ქვეყნისადმი მხარდაჭერას ხაზს უსვამენ, თუმცა გარკვეული საკითხებისადმი შეშფოთებასაც არ მალავენ. „ქართველი ხალხი მოვლენებს ახლოდან უფრო კარგად აკვირდება“, – ეს იყო ერთ-ერთი მთავარი გზავნილი.

ვაშინგტონში გაკეთებული განცხადებები თბილისში სხვადასხვანაირად წაიკითხეს.