საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბრატისლავაში, ვიშეგრადის ოთხეულისა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

დავით ზალკალიანის განცხადებით, ბრატისლავაში ჩატარებული შეხვედრის ფორმატი კარგი შესაძლებლობაა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლისთავზე განვლილი გზისა და სამომავლო გეგმების შესახებ მსჯელობისთვის.

მისივე განცხადებით, ვიშეგრადის სახელმწიფოები მკაფიოდ უჭერენ მხარს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიზანს, რაც პრაქტიკული თვალსაზრისითაც გამოიხატება.