საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ხვალ სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრება. საგარეო უწყების ინფორმაციით, ილია დარჩიაშვილი შეხვედრებს გამართავს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან, რომლებიც ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს ფარგლებში იკრიბებიან. შეხვედრებზე განხილული იქნება ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგი, ქართული მხარის მიერ შევსებული ევროკომისიის კითხვართან დაკავშირებული საკითხები, ასევე რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება.