საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრები ბრიუსელში

როგორ სრულდება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისთვის საჭირო 12 რეკომენდაცია.

ბრიუსელში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის სამუშაო შეხვედრები დაიწყო. ვიზიტის პირველი ნაწილი ევროკომისრებთან შეხვედრებს ითვალისწინებს. 12 პუნქტის საპასუხოდ მომზადებული კანონპროექტების მიხედვით სწორედ ევროკომისიამ უნდა შეაფასოს წლის ბოლოს, იმსახურებს თუ არა ქვეყანა კანდიდატობას. ილია დარჩიაშვილმა გაფართოების საკითხებში ევროკომისარს უკვე მომზადებული რეფორმების პროექტი გააცნო და პირობა დადო, რომ „ქართული ოცნება“ სამუშაო პროცესში ყველა ჯგუფის ჩართვას ეცდება. სწორედ ინკლუზიური პროცესის წარმართვა და რეკომენდაციების გარშემო ყველა პოლიტიკური ძალის ერთად მუშაობაა უცხოელი პარტნიორების მთავარი მოწოდება. განხილვის თემა იყო საქართველოს შესახებ ბოლო პერიოდში ცალკეულ ევროპარლამენტართა ხმაურიანი და კრიტიკული განცხადებებიც.

რა გზავნილები მიიღო ქვეყნის პირველმა დიპლომატმა, – ანა ბროლაძე ბრიუსელიდან