საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრები აშშ-ში

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ორმხრივ შეხვედრებს განაგრძობს. ფინელ კოლეგასთან დისკუსიის დროს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა და საერთაშორისო თანამშრომლობა განიხილეს. კვიპროსის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრისას კი ხაზი გაესვა კვიპროსის მხარდაჭერას საქართველოს ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგის მიმართ.

სეიშელის რესპუბლიკისა და პალუს საგარეო საქმეთა მინისტრებთან აუდიენციაზე კი იმსჯელეს ორმხრივი ურთიერთობების აქტუალურ საკითხებსა და ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაზე. შეხვედრა შედგა განას საგარეო საქმეთა და რეგიონული ინტეგრაციის მინისტრთან. ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს.