საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ნიუ იორკის იელის კლუბში, ნიუ იორკის მერიასთან ერთად, უცხოელ კონსულთა საზოგადოების 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას უმასპინძლა. მაკა ბოჭორიშვილმა სიტყვით მიმართა ღონისძიების მონაწილეებს და საიუბილეო თარიღი მოულოცა უცხოელ კონსულთა საზოგადოებას, რომლის პრეზიდენტი ქვეყანა ამჟამად საქართველოა. ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტისა და სხვა სახელმწიფოების მაღალი რანგის ოფიციალური პირები და დიპლომატიური კორპუსის წევრები ესწრებოდნენ.